logo
ENG



"ესაა ყველა ბოროტების სათავე" - ოცნების ოფისთან აქტივისტები აქციას მართავენ

13 თებ 202120:23
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/13/kg6412are5o5i44.png

სამოქალაქო აქტივისტები ქართული ოცნების ოფისთან, სადაც რამდენიმე წუთის განმავლობაში უმრავლესობის წევრების სხდომა მიმდინარეობდა, საპროტესტო აქციას მართავს და პოლიციის მხრიდან აქტივისტების მიმართ ძალადობრივ და უკანონო მოპყრობას აპროტესტებენ. 

"ეს არის ყველა ბოროტების სათავე, ქართული ოცნების ოფისი", - ამბობს აქციის მონაწილე, მოძრაობა საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც ქუთაისის საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სამოსი შემოახია, - "ასეთ რეჟიმს რა უნდა უთხრა". 

საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს, სავარაუდოდ, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევა მოუწევთ, ვინაიდან აქცია 20:00 სთ-დან მოყოლებული მიმდინარეობს და ამ წუთებშიც გრძელდება.

ქართული ოცნების ოფისში სხდომის დასრულების შემდეგ კი, საპარლამენტო ფრაქციის თავმდჯომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ მმართველი პარტია ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარს დაუჭერს. 

იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პროკურატურამ პარლამენტს გუშინ, მელიასთვის დაწესებული გირაოს ვადის ამოწურვის შემდეგ მიმართა. თავად მელია ამ დრომდე აცხადებს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს. 


close დახურვა